ეგვიპტის გენერალური პროკურორი ტერაქტის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა

ეგვიპტის მთავარი პროკურორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ ტერაქტის დროს დღეს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაიროს სიახლოვეს, ქალაქ გელიოპოლში ხიშამ ბარაკატის ესკორტზე თავდასხმა მოხდა, რის შედეგად პროკურორმა და კიდევ სამმა პირმა ჭრილობები მიიღეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ნაკლებად ცნობილმა ორგანიზაცია „გიზას სახალხო დაუმორჩილებლობამ“ აიღო. ამ დაჯგუფების წევრებმა კაიროში არაბთა გაერთიანებული საემიროების შენობაზე თავდასხმაზე, ასევე პორტ – საიდში პოლიციის შენობისა და ეგვიპტის რამდენიმე მაღალჩინოსნის სახლების დაწვაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები