ფეისბუქში ლგბტ-ს ფერებში მთავარი ფოტოს შეღებვის შესაძლებლობამ მსოფლიოში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

აშშ-ში გეიქორწინების დაკანონების შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ახალი ფუნქცია გაჩნდა. ახლა ნებისმიერ ადამიანს ცისარტყელის ფერებით საკუთარი სურათის გაფერადება შეუძლია. სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ ინიციატივას არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
ყველაზე ნეგატიური რეაქცია ამ ინიციატივას რუსეთში და ახლო აღმოსავლეთში მოჰყვა. რუსეთში მომხმარებელთა ჯგუფმა „საპასუხო“ ფუნქცია შექმნა, რომელიც რუსეთის დროშის ფერებში სურათების შეღებვის საშუალებას იძლევა.
რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთს, არაბული სახელმწიფოების ბლოგერებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლების უმეტესობა გეიქორწილების დაკანონებას ასევე უარყოფითად შეხვდა.
„მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს სოციალურ ქსელებში გავანაწყენებ ჩემი პოზიციით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ჩვენი საზოგადოების წესებს და კულტურას ეწინააღმდეგება“, – წერს ეგვიპტელი პროფესორი, პოლიტოლოგი აჰმედ აბდ რაბუ. ცნობისთვის, აშშ-შიც ერთსქესიანი ქორწინების მიმართ ერგვაროვანი დამოკიდებულება არ არის. ბოლო გამოკითხვებით, აშშ-ის მოსახლეობის 40% ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები