ახალ ზელანდიაში 67 წლის ცოლ-ქმარი ერთ დღეს გარდაიცვალა

მეუღლეები, რომლებმაც ქორწინებაში 67 წელი გაატარეს, ერთ დღეს, რამდენიმე საათის სხვაობით გარდაიცვალნენ. 94 წლის ხიუ ნისი და მისი 92 წლის მეუღლე ჯოანა ძილში გარდაიცვალნენ. Stuff.co.nz-ს ცნობით, პენსიონერების ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს გაუარესდა და ბოლო სამი თვის განმავლობაში თავანთი ოთახიდან არ გამოსულან. „ისინი ამბობდნენ, რომ სურთ ერთად გარდაცვალება, მაგრამ არ მეგონა, რომ ეს ნამდვილად მოხდებოდა“, – განაცხადა ხიუს და ჯოანას ქალიშვილმა. ხიუ და ჯოანა ნისი 1940-იან წლებში შეხვდნენ ერთმანეთს და მას შემდეგ არ დაშორებულან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები