ალბერტ აინშტაინის ასობით ორეული ლოს-ანჯელესის ქუჩებში გავიდა

ლოს-ანჯელესში საქველმოქმედო ფლეშმობი გაიმართა, რომელშიც ალბერტ აინშტაინის 319-მა ორეულმა მიიღო მონაწილეობა. მათი მიზანი იყო რეკორდის დამყარება, რომელიც მარტში Black Pine Circle School-ის სკოლის მოსწავლეებმა დაამყარეს.
„ჩვენი ფლეშმობის მთავარი მიზანია School on Wheels-ის საქველმოქმედო პორექტისთვის ფულის შეგროვემა, რომლის ფარგლებში უპატრონო ბავშვები წერა-კითხვას ისწავლიან“, – განაცხადა 81 წლის „აინშტაინმა“ ბენი ვასერმანმა.
2015 წელს აინშტაინის ცნობილ ფარდობითობის თეორიას ასი წელი უსრულდება. მეცნიერის სტატია, სადაც თეორიის ძირითადი დებულებები იყო ჩამოყალიბებული, 1915 წელს დაიბეჭდა. 1924 წელს კი აინშტაინმა ფოტოეფექტისა და ფიზიკის დარგში სხვა თეორიულ ნაშრომებში ნობელის პრემია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები