მოსკოვში ევგენი პრიმაკოვთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა (ვიდეო)

მოსკოვის საკავშირო სახლში რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ევგენი პრიმაკოვთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართა. პრიმაკოვს, როგორც გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს, ისე გამოემშვიდობებიან. გარდაცვლილის ცხედართან, საპატიო ყარაულში ჯარისკაცები დგანან. დარბაზში ბევრი გვირგვინია, მათ შორის რუსეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან. ევგენი პრიმაკოვს ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. ნოვოდევიჩის ტაძარში მას პანაშვიდს მოსკოვისა და რუსეთის კათალიკოს-პატრიარქი კირილი გადაუხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები