პუტინმა და ბერლუსკონიმ დასვენების დღეები ალტაიში გაატარეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ გასული დასვენების დღეები ალტაიში გაატარეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„დიახ, ისინი ნადვილად იყვნენ ალტაიზე. ბერლუსკონი რუსეთში კერძო ვიზიტით ჩამოვიდა. ისინი სტუმრების სალხში გაჩერდნენ – ეს „გაზპრომის“ ობიექტია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. მანადე პუტინი და ბერლუსკონი 11 ივნისს იტალიაში შეხვდნენ ერთმანეთს. „სოლვიო ბერლუსკონი აეროპორტში მივიდა და პუტინს შეხვდა. მათ რამდენიმე წუთის განმავლობაში საუბარი ჰქონდათ“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს. ვლადიმერ პუტინი სილვიო ბერლუსკონისთან მეგობრულ ურთიერთობებზე ადრეც საუბრობდა. ეს ურთიერთობები პრემიერ-მინისტრის პოსტიდან სილვიო ბერლუსკონის გადადგომის შემდეგაც არ შეწყვეტილა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები