კაიროსთან ახლოს ეგვიპტის მთავარი პროკურორის ესკორტი ააფეთქეს

ეგვიპტეში ქვეყნის გენერალური პროკურორის ხიშამ ბარაკატის ესკორტი ააფეთქეს. ეს ადამიანი ყოფილი პრეზიდენტების – მუჰამედ მურსის და ჰოსნი მუბარაკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესებით არის ცნობილი. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ბომბი იმ დროს აფეთქდა, როდესაც პროკურორის ესკორტი კაიროს სიახლოვეს მდებარე ქალაქ გელიოპოლის ერთ-ერთ ქუჩაზე მოძრაობდა. გამოცემის ინფორმაციით, ბარაკატმა და კიდევ სამმა ადამიანმა მსუბუქი ჭრილობები მიიღეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ორგანიზაცია „გიზას სახალხო დაუმორჩილებლობამ“ აიღო. ამ დაჯგუფების წევრებმა კაიროში არაბთა გაერთიანებული საემიროების შენობაზე თავდასხმაზე, ასევე პორტ – საიდში პოლიციის შენობისა და ეგვიპტის რამდენიმე მაღალჩინოსნის სახლების დაწვაზე პასუხისმგებლობა აიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები