„კომერსანტი“ – რუსული „ინტერ რაო“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გაყიდვას აპირებს

რუსული კომპანია „ინტერ რაო“ მზად არის, „სომხეთის ელექტროქსელები“ გაყიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკება რუსეთში მოღვაწე სომეხ ბიზნესმენებთან მიმდინარეობს.
„კომერსანტის“ ცნობით, უკვე გაიმართა მოლაპარაკება კომერციულ ჯგუფ „ტაშირის“ პრეზიდენტთან სამველ კარაპეტიანთან და სხვა სომეხ ბიზნესმენებთან. „სომხეთის ელექტროქსელების“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია სომხეთის პრეზიდენტის სერჯ სარგსიანის განცხადებების პარალელურად გახმაურდა იმის თაობაზე, რომ, შესაძლოა, ამ კომპანიის ნაციონალიზაცია მოხდეს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში მიიღება, თუ დადასტურდება, რომ ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა საფუძველს მოკლებულია.
ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება 17 ივნისს იყო მიღებული. უკვე ათი დღეა ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები დენის ტარიფის მოსალოდნელ გაძვირებას აპროტესტებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები