ავღანეთში „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ 11 სამხედრო პირი მოკლეს
ავღანეთის დასავლეთში მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ 11 სამხედრო მოსამსახურე მოკლეს. ამის შესახებ „ფრანს-პრესი“ იუწყება. თავდასხმა სამხედროების კოლონაზე ჰერათის პროვინციაში მოხდა. ეს პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე მშვიდად ითვლება და ამ ტერიტორიაზე მსგავსი თავდასხმები ძალზე იშვიათად ხდება. სერიოზული ინციდენტი აქ 2013 წლის სექტემბრის შემდეგ არ მომხდარა. მაშინ ქალაქ ჰერათში აშშ-ს საკონსულოზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა.