ყაზახეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერი ლიფტში გაიჭედნენ
ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი მილანში, ბიზნესფორუმზე ლიფტში გაიჭედნენ. პოლიტიკოსებმა რამდენიმე წუთი გაჩერებულ ლიფტში გაატარეს, ვიდრე ისინი ნაჯახებით შეიარაღებულმა მაშველებმა არ გაათავისუფლეს.
იტალიის პრემიერი ამ ფაქტს იუმორით გამოეხმაურა: „ჩვენ და ყაზახეთს ძალზე მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს“, – განაცხადა მატეო რენციმ.
„ექსპო-2015“-ის ფარგმებში იტალიის და ყაზახეთის ბიზნესფორუმზე ეკონომიკური და დიპლომატიური თანამშრომლობა განიხილეს. ორი ქვეყნის კომპანიებმა, საერთო ჯამში, 600 მილიონი დოლარის კონტრაქტებზე მოაწერეს ხელი.