ლევან ვასაძე „იმედს“ აკრიტიკებს – სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ტელეკომპანია „იმედს“ სტიქიასთან დაკავშირებული გადაცემებისა და სიუჟეტების გამო აკრიტიკებს,- ამის შესახებ სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს. „ტრაგედიის მეორე დღეს ვუცქერდი ამაზრზენ ტელე „იმედზე“ გადაბრუნებულ ურემთან მოსაუბრეებს. ტრაგედიის ადგილიდან რეპორტიორი ირჯებოდა, რომელიც არც კაცს ჰგავდა და არც ქალს. სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ. ეს ის ურემთან მოსაუბრეები არიან, რომლებსაც ჩვეულებრივ დროს არ სცალიათ ქვეყნის მეურნეობასა და მის ნადვილ პრობლემებზე საუბრისთვის, რადგანაც სამშობლოზე მშვიდი ზრუნვა არ არის სკანდალური ყროყინისთვის კარგი ნიადაგი. მათ უნდა გვახარჯვინონ ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების თვეები და წლები მოსმენის ღილაკებზე, უნიჭო ჩინოვნიკების ფარიკაობაზე, ვინ სად დაინიშნება იმის განხილვაზე, გეგონება, რამე იცვლებოდეს ამ დანიშვნებით ჩვენს გზებზე. ამასობაში მათ ყროყინს შორის პაუზებში, რეკლამა კაზინოებში გაუბედურებას სთავაზობს ზღაპრული მიწა-წყლის მიმტოვებელ და უფუნქციოდ, ტექნოგენურ თბილისში ცახერგილ უბედურ ქართველებს, რომლებიც ამ უძრაობასა და უაზრობაში მხოლოდ იმას ელოდებიან, როდის დადგება მათი ჯერი, დაემართოთ კიბო, ყველას ჯვარი სწერია, რათა გაყიდონ ის თბილისის ბინაც და როგორმე გაიხანგრძლივონ ჯოჯოხეთი , რომელსაც თანამედროვე თბილისში ცხოვრება ჰქვია“,- წერს ლევან ვასაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები