დეპუტატები დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელებენ
თბილისის საკრებულოს დეპუტატები დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელებენ.
ამის შესახებ ცნობილი თბილისის საკრებულოს ვებგვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც “განათლებისა და კულტურის” და “სახელდებისა და სიმბოლიკის” კომისიების გაერთიანებული სხდომის თაობაზე წერია. შეგახსენებთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭების ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა, რომელსაც მხარი საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა.