ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 88-ე კმ-დან 8 ადგილზე წვიმების შედეგად, გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები.
“ასევე, ამავე გზის 92-ე კმ-ზე ჩამოსულია მეწყერი და 99-ე კმ-ზე გზის სავალ ნაწილზე მოხვედრილია მდინარის გამონატანები. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე, მოძრაობა ჩაკეტილია. გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და საავტომობილო მოძრაობა სავარაუდოდ დღის ბოლოსთვის აღდგება”, – აცხადებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები