ბელგიაში ინგლისელი მოსწავლეებით სავსე ავტობუსი გადატრიალდა
ბელგიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი ბი სი” ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, ავტობუსი ბელგიის ქალაქ მიდელკერკის რაიონში გადატრიალდა. ტრანსპორტში 34 ბავშვი და მათი თანმხლები 7 პირი იმყოფებოდა.
როგორც “ბი ბი სი” იუწყება, თვითმხილველების მტკიცებით, ავტობუსი ბოძთან შეჯახების შედეგად გადატრიალდა.