აშშ-ში ერთსქესიანთა შორის ქორწინება ოფიციალურად დაკანონდა

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დღეს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთსქესიანთა შორის ქორწინება ოფიციალურად დააკანონა. ერთსქესიანი წყვილები მთელი ამერიკის ტერიტორიაზე ქორწინებას უპრობლემოდ შეძლებენ.
აქამდე გეებს და ლესბოსელებს აშშ-ს 36 შტატში შეეძლოთ ქორწინების დაკანონება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარჩენილი 14 შტატიც ვალდებული იქნება, ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის გადაწყვეტილება გააუქმოს.
ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. „ტვიტერის“ გვერდზე მან დაწერა, რომ ის მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.
„ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ყველა ადამიანის თანაბარი უფლებების დასაცავად. ამის შემდეგ გეები და ლესბოსელი წყვილები ოფიციალურად შეუღლებას შეძლებენ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი“, – წერს ობამა „ტვიტერში“.

995063_10203367631189981_2065037323383386340_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები