კადოროვის აზრით, „ისლამურ სახელმწიფოს“ ჩეჩნეთში არანაირი შანსი არა აქვს

„ისლამურ სახელმწიფოს ჩეჩნეთში არანაირი შანსი არა აქვს. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კავკასიელი „ბოევიკების“ განცხადებები, რომ მათ „ისლამურ სახელმწიფოს“ ფიცი მისცეს“, ბლეფია.
„ჩეჩნეთში მოსახლეობის 99% მხარს უჭერს მშვიდობიან ცხოვრებას. ამიტომ „ისლამური სახელმწიფო“ აქ მხარდაჭერას ვერ მიიღებს. არა მგონია, რომ ის ბანდიტები, ვინც ჯერ კიდევ თავს აფარებენ ტყეებს, ამ ადამიანებს სერიოზულად დაეხმარონ.
კადიროვის განცხადებით, რეგიონში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ ძალოვანი უწყებები, ამასთანავე, ჩეჩნეთში „ისლამური სახელმწიფოსგან“ მომდინარე საფრთხეს საკმაოდ სერიოზულად უყურებენ.
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ჩეჩნეთში ამ სენის გავრცელება არ დავუშვათ, შაითანებს და ბანდიტებს კი უმოწყალოდ გავანადგურებთ“, – განაცხადა კადიროვმა.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. კავკასიის იმარატის წევრებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულების ფიცი მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები