სოფელ კრწანისისა და გიგანტის დასახლების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

სოფელ კრწანისის და გიგანტის დასახლების ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება – ამის შესახებ „კვირას“ “ყაზტრანსგაზ-თბილისიდან” აცნობეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სოფელ კრწანისში გამავალ საშუალო წნევის გაზსადენზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება სოფელ კრწანისის და გიგანტის დასახლების კორპუსებსა და კერძო სექტორის ნაწილს, აგრეთვე, ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს – სულ 500-მდე აბონენტს. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები იქონიონ დაკეტილ მდგომარეობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები