„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონის მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. როგორც „კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, ამ მიზნით, 25 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის რაიონის ზოგიერთ დასახლებას წყალმომარაგება შემდეგი განრიგის მიხედვით შეუწყდება: • 11:00-დან 19:00 საათამდე და 01:00-დან 07:00 საათამდე: დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. გამარჯვებისა და ვარკეთილის მეურნეობის ნაწილს, ვაზიანის სამხედრო ბაზას. • 22:00-დან 08:00 საათამდე: ორხევის, სამხედრო და აეროდრომის დასახლებების ნაწილს, ზემო პლატოს და ალექსეევკის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდსა და ვებგვერდზე –http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli, ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის „ცხელ ხაზს“ ( 2 93 11 11 ) და ვებგვერდის ინტერნეტ-ჩეთს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები