„პოზიცია” და ქუჩის მუსიკოსები სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად გაერთიანდნენ (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ორგანიზებით, ქუჩის მუსიკოსებმა გუშინ საღამოს მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე ღია კონცერტი გამართეს და მიღებული ფულადი შემოწირულობით, თბილისში 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარნენ.

„პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, დემეტრე ცხვიტავას თქმით, ამ პროცესში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იყვნენ ჩართულნი და იმ თანხების მონიტორინგი განახორციელეს, რომელიც მოქალაქეებმა შემოწირულობის სახით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღეს.

როგორც დემეტრე ცხვიტავამ განაცხადა, ანალოგიური ღონისძიება რუსთაველის მეტროს მიმდებარედ, 25 და 26 ივნისსაც გაიმართება და შემოსული თანხა ერთიანად გადაირიცხება დაზარალებულთა ფონდში.

„პოზიციის“ ახალგაზრდული ფრთა თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისთანავე აქტიურად ჩაერთო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში და, ძირითადად, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიის შლამისაგან გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები