რა ოდენობის თანხებს რიცხავენ კომპანიები სტიქიის დროს დაზარალებულთა დახმარების მიზნით შექმნილ საბანკო ანგარიშებზე
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 90-ზე მეტი კომპანიის მიერ 6. 5 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.
სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი წარმოდგენს სრულ ანგარიშს 25 ივნისის მონაცემებით:
ფინანსური კონტრიბუციის სრული ანგარიში 25 ივნისის მონაცემებით:
1. Petrocas Energy Group და მისი მთავარი აქციონერი დავით იაკობაშვილი – 200 000 ლარი (Petrocas Energy Group მერიის ანგარიშზე გადარიცხავს 75 000 ლარს, ხოლო ზოოპარკის აღსადგენად ჯგუფის დახმარება შეადგენს 25 000 ლარს. თავის მხრივ, ჯგუფის მთავარმა აქციონერმა დავით იაკობაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, იგივე მიზნით თავისი პირადი ანგარიშიდან გაიღოს დახმარება და ასევე 75 000 ლარი გადარიცხოს მერიის სპეციალური ანგარიშზე, ხოლო ზოოპარკს 25 000 ლარით დაეხმაროს),Adjara Group – 100 000 ლარი „ჯორჯიან მანგანეცი“ – 500 000 ლარი, ბიზნესმენი ზურა წერეთელი – 100 000 დოლარიკომპანია “ვულე ვუ” – 5 000 ლარი,სს მისო ,,კრისტალი“ – 5 000 ლარი. შპს “ზოდი პლიუსი” – 4000 ლარი, ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი “კობი და მეგობრები” – 10 000 ლარი, სამორინე “ივერია” – 20 000 ლარი, ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი – 110 000 ლარი (100 000 ლარს თბილისის მერიის დახმარების ფონდში გადარიცხავს, ხოლო 10 000 ლარს მიიღებს გმირულად დაღუპული მაშველის ოჯახი, რომელიც გმირთა მოედანზე სამაშველო ოპერაციის დროს დაიღუპა). გია გვარამიას კლინიკა (შპს “ესთელაინი“) – 3000 ლარი, კომპანია “ლიდერბეთი” – 10 000 ლარი,პაშა ბანკი – 10 000 ლარი,კომპანია „ტოიოტა“ – 10 000 ლარი, „ვითიბი ბანკი“ და ფონდი „ვითიბი ჯენერეიშენი“ – 207 575 ლარი (რეკომენდაციის საფუძველზე ფონდმა უკვე დაიწყო თანხების გამოყოფა იმ პროექტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად და სასწრაფოდ საჭიროებს დახმარებას. თანხის ნაწილი გადაირიცხება თბილისის ზოოპარკის ანგარიშზე და ნაწილი მოხმარდება „მომავლის სკოლის“ აღდგენით სამუშაოებს).
ნატახტარი – 20 000 ლარი, „ჯეოსელი“ – 50 000 ლარი, „ბარვილ ჯორჯია“ – 10 000 ლარი, „ემ ეს სი ჯორჯია“ – 10 000 ლარი, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ და მისი გენერალური კონტრაქტორი, კომპანია „აზერიოლსერვისი“ – 30 000 ლარი,პროგრეს ბანკი – 50 000 ლარი, ავერსი – 100 000 ლარი, კომპანია “მინიკრედიტი” – 3000 ლარი, კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ – 5000 ლარი, „თეგეტა“ – 10 000 ლარი, „დიპლომატ ჯორჯია“ – 10 000 ლარი, „საქპატენტი“ – 1 000 000 ლარი, „ბილაინი“- 20 000 ლარი, PSP- 100 000 ლარი, „თიბისი ბანკი“ – 50 000 ლარი, GPC – 25 000 ლარი (კომპანიის თანამშრომლების სახელით 15 000 ლარი გადაირიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად. თავად კომპანიამ კი 10 000 ლარი გადარიცხა დაზარალებულთა დახმარების ფონდში), „საქართველოს ბანკი“ – 1 000 000 ლარი, ბანკი “რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი”- 30 000 ლარი, „პროკრედიტ ბანკი“- 30 000 ლარი, „ლიბერთი ბანკი“- 100 000 ლარი, „ვისოლ ჯგუფი“ – 10 000, „ნიკორა“-20 000 ლარი, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“- 25 000 ლარი, „სოკარი“- 50 000 ლარი, „თეგეტა მოტორსი“ -5000 ლარი, “დიუთი ფრი ალიანსი” – 10 000 ლარი, „რაკია ჯგუფი“- 20 000 ლარი, საპარტნიორო ფონდი – 50 000 ლარი, კომპანია “ტოიოტა კავკასია და ცენტრალური აზია”- 10 000 ლარი, „ბარამბო“ – 15 000 ლარი, IDS ბორჯომი – 20 000 ლარი, კომპანია „ზედაზენი“ – 15 000 ლარი, „ევროპაბეთი“ – 50 000 ლარი, „მაგთი“- 50 000 ლარი, „სილქ როუდ ჯგუფი“- 50 000 ლარი, „იმედი L“ – 25 000 ლარი, „სპარ ჯორჯია“ – 10 000 ლარი, „არქი ჯგუფი“ – 10 000 ლარი, „აჩი, შოთი და რევაზ არველაძეების საქველმოქმედო ფონდი“ – 5,000 ლარი, “სახელმწიფო აუდიტის სამსახური”- 50,000 ლარი, კომპანია „სარაჯიშვილი“ – დაღუპული მაშველის ოჯახს 10 000 ლარი, 53-ე სკოლა – 850 ლარი, მე-20 სკოლა, მე-5 კლასი – 600 ლარი, შპს „დიდუბე 95“ – 2000 ლარი, „წისქვილის ჯგუფი“ – 2000 ლარი, შპს „სუზანდა“ – 2000 ლარი, ბოტანიკური ბაღი – 10 000 ლარი, „გალფი“- 200 000 ლარი, კაზინო „აჭარა“ – 100 000 ლარი, კომპანია „დეშელი“ – 5000 ლარი (კვირის განმავლობაში შემოსულ თანხას დამატებით ისევ გადარიცხავენ ფონდში), ფონდი „იავნანა“ – 5000 ლარი, პაატა ბურჭულაძე – 5000 ლარი, გლდანის შაურმა – 5000 ლარი, „ავტო კრედიტი“ – 1000 ლარი, „ჰანიველ პარტნერს საქართველო“ – 20 000 ლარი, სს “ლელო” – 5 000 ლარი, დავით გაგუას კლინიკა – 5000 ლარი, ვახო ნიკოლეიშვილი, სალომე გოგიაშვილი – 5000 ლარი, „ბაკო მოტორსი“ – 500 ლარი, ლალი ბირკაძე – 200 ლარი, ქართულ – ამერიკული სკოლა, მე-3 კლასი – 650 ლარი, კომპანია „ჰუალინგი“ – 150 000 ლარი, სარეკლამო კომპანია აუთდორ – 15 000 ლარი, შპს „ლევანტო“ – 1000 ლარი,სენაკის გამგეობა – 10 000 ლარი, მესტიის მაჟორიტარ-დეპუტატი – 3000 ლარი, კომპანია ნატალი – 2000 ლარი, UniCredit.ge- 2000 ლარი,კომპანია “იბერკომპანი” – 10 000 ლარი, კომპანია “გებრუდერ ვაის” – 10 000 ლარი, ჩინეთის სინჯიანის პროვინციის ხიდების, გვირაბებისა და გზების მშენებლობის საერთაშორისო კორპორაციის ოფიციალური წარმომადეგენლობა – 80 000 ლარი,GAA group Zestafoni Ferro/Chiatura Mine – 500 000 ლარი; კომპანიის თანამშრომლები – 15 000 ლარი, ქართველი ემიგრანტები – 10 000 დოლარი,კომპანია “გლობალფარმი” – 10,000 ლარი, RMG Gold – 1 000 000 ლარი, „იბერკომპანი“ – 10 000 ლარი, აუდიტორიული კომპანია „PwC საქართველო“ -10 000 ლარი, ჯეპრა – 5 000 ლარი
ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების სრული ანგარიში 25 ივნისის მონაცემებით:
1. კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში. სტიქიის შედეგად დაზარალებული შვილიანი ოჯახები უფასოდ გაემგზავრებიან და დაისვენებენ, სადაც მათ დახვდებათ სრული კომფორტი დასვენებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვის.
2. კომპანია Adjara Group, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს „ჰოლიდეი ინნ“, „რუმს თბილისი“, „რუმს ყაზბეგი“ და „აჭარაბეთი“, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასცა პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები საკვებთან ერთად.
3. “სანტე” – რძის პროდუქტებით დაეხმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს.
4. “გურიელი” დაზარალებულ ადამიანებს და მოხალისეებს ამარაგებს პროდუქტებით.
5. კომპანია “ნატახტარმა” სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები.
6. „სილქროუდ ჯგუფში“ შემავალმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიამ” დაზარალებულებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, წყალი და საკვები გამოყო. ასევე ამავე ჯგუფში შემავალმა კომპანია “სილქნეტმა” დაზარალებულის პატარებისთვის საჭირო ნივთები – 2000 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების, ტკბილეულისა და წიგნების მიწოდება უზრუნველყო, ასევე აგზავნის საკვებსა და საჭირო ნივთებს მოხალისეებისთვის.
7. “IDS ბორჯომი საქართველო” და ბრენდი „მიტარბი“ წყლით და მინერალური სასმელით ამარაგებს დაზარალებულებს და მოხალისეებს.
8. კომპანია “ზარაფხანა” დაზარალებულ ოჯახებს ამარაგებს ყველაზე მეტად საჭირო ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით, საკვებითა და საჭირო ჭურჭლით.
9. „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელმა მოხალისეებს და დაზარალებულებს პროდუქტები მიაწოდა, ასევე დაზარალებულ ოჯახებს 20 000 ლარის ღირებულების სასურსათე ვაუჩერები გადასცა. ასევე, კომპანიამ მოხალისეებს და დაზარალებულებს პროდუქტები მიაწოდა.
10. USAID/REAP-ის გრანტის მიმღებმა ფერმერთა მომსახურების ცენტრებმა: „აგროსერვისმა“, „აგროქართლმა, „აგროვიტამ“ და „ინდ. მეწარმე ზურაბ თეთვაძე“ ვაკის რაიოინის გამგეობას უსასყოდლოდ გადასცეს ბარები, სამუშაო ხელთათმანები და ურიკები გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.
11. კომპანია “ბელუქსი” 13 ივნისს დაზარალებულ 15 ოჯახს ახალ ფართში შესახლებისთანავე გადასცემს 3-3 ათასი ლარის ღირებულების ვაუჩერს.
12. კომპანია “დიპლომატ ჯორჯია” 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს 10 000 ლარის ღირებულების ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს.
13. “ჯიპიაი ჰოლდინგი” უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბავშვებს საზაფხულო ბანაკებში დასვენების ხარჯებს დაუფინანსებს. ასევე, სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს! ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება – დაზღვეულები კომპენსაციას 100%-ით მიიღებენ.
14. „ბიბლუსი ქიდს” ბავშვების დატოვებასა და გართობას უზრუნველყოფს. 15. კაფე „სსსრ“ გასცემს ტანსაცმელსა და საკვებს.
ინიციატივები და მიმდინარე აქტივობების სრული ანგარიში 25 ივნისის მონაცემებით:
16. კომპანია „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში. სტიქიის შედეგად დაზარალებული შვილიანი ოჯახები უფასოდ გაემგზავრებიან და დაისვენებენ, სადაც მათ დახვდებათ სრული კომფორტი დასვენებისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისათვის.
17. კომპანია Adjara Group, რომელიც აერთიანებს სასტუმროებს „ჰოლიდეი ინნ“, „რუმს თბილისი“, „რუმს ყაზბეგი“ და „აჭარაბეთი“, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადასცა პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები საკვებთან ერთად.
18. “სანტე” – რძის პროდუქტებით დაეხმარება სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს.
19. “გურიელი” დაზარალებულ ადამიანებს და მოხალისეებს ამარაგებს პროდუქტებით.
20. კომპანია “ნატახტარმა” სტიქიის ადგილას მომუშავეთა დასახმარებლად გამოყო ხელთათმანები, ტომრები, ლიმონათი, წყალი საკვები და ქოლგები.
21. „სილქროუდ ჯგუფში“ შემავალმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიამ” დაზარალებულებისთვის საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთები, წყალი და საკვები გამოყო. ასევე ამავე ჯგუფში შემავალმა კომპანია “სილქნეტმა” დაზარალებულის პატარებისთვის საჭირო ნივთები – 2000 ლარის ღირებულების ჰიგიენური საშუალებები, ბავშვთა კვების, ტკბილეულისა და წიგნების მიწოდება უზრუნველყო, ასევე აგზავნის საკვებსა და საჭირო ნივთებს მოხალისეებისთვის.
22. “IDS ბორჯომი საქართველო” და ბრენდი „მიტარბი“ წყლით და მინერალური სასმელით ამარაგებს დაზარალებულებს და მოხალისეებს.
23. კომპანია “ზარაფხანა” დაზარალებულ ოჯახებს ამარაგებს ყველაზე მეტად საჭირო ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით, საკვებითა და საჭირო ჭურჭლით.
24. „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელმა მოხალისეებს და დაზარალებულებს პროდუქტები მიაწოდა, ასევე დაზარალებულ ოჯახებს 20 000 ლარის ღირებულების სასურსათე ვაუჩერები გადასცა. ასევე, კომპანიამ მოხალისეებს და დაზარალებულებს პროდუქტები მიაწოდა.
25. USAID/REAP-ის გრანტის მიმღებმა ფერმერთა მომსახურების ცენტრებმა: „აგროსერვისმა“, „აგროქართლმა, „აგროვიტამ“ და „ინდ. მეწარმე ზურაბ თეთვაძე“ ვაკის რაიოინის გამგეობას უსასყოდლოდ გადასცეს ბარები, სამუშაო ხელთათმანები და ურიკები გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად.
26. კომპანია “ბელუქსი” 13 ივნისს დაზარალებულ 15 ოჯახს ახალ ფართში შესახლებისთანავე გადასცემს 3-3 ათასი ლარის ღირებულების ვაუჩერს.
27. კომპანია “დიპლომატ ჯორჯია” 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს 10 000 ლარის ღირებულების ჰიგიენური და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს.
28. “ჯიპიაი ჰოლდინგი” უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბავშვებს საზაფხულო ბანაკებში დასვენების ხარჯებს დაუფინანსებს. ასევე, სტიქიით დაზარალებულ დაზღვეულებს ზარალს კვირის ბოლომდე სრულად აუნაზღაურებს! ზარალის ანაზღაურება ფრანშიზის გარეშე მოხდება – დაზღვეულები კომპენსაციას 100%-ით მიიღებენ.
29. „ბიბლუსი ქიდს” ბავშვების დატოვებასა და გართობას უზრუნველყოფს.
30. კაფე „სსსრ“ გასცემს ტანსაცმელსა და საკვებს.
31. „კაპაროლ ჯორჯია“ წყალდიდობის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლებისა და ბინების რეაბილიტაციის ეტაპზე გამოყოფს 20 000 ლარის ღირებულების (6 ტონა) სამშენებლო საღებავებსა და საგრუნტავ მასალებს.
32. კომპანია „ავერსში“ დაზარალებულები უფასოდ მიიღებენ ყველა საჭირო მედიკამენტს და ისარგებლებენ “ავერსის კლინიკის” სამედიცინო მომსახურებით. ამასთანავე, კომპანიას განზრახული აქვს, შეისწავლოს სტიქიით დაზარალებულთა დასაქმების საკითხი და შეძლებისდაგვარად გამოძებნოს რესურსი უმუშევართა დასაქმებისთვის.
33. კომპანია “აქსისმა” გამოყო სამშენებლო ტექნიკა და ადამიანური რესურსი, რომელიც იმუშავებს ქალაქის რეაბილიტაციაზე, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე.
34. კომპანია “ელიტ ელექტრონიქსმა” მოხალისეებისთვის გამოყო წყალი და დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი, ხოლო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს მუდმივ საცხოვრებელში გადაყვანისთანავე გადასცემს პირველადი საჭიროების საყოფაცხოვრებო ტექნიკას, – კერძოდ გაზქურასა და მაცივარს.
35. „ალდაგი“ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს. ალდაგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან, რათა დროულად მოხდეს დაზარალებულთათვის ნივთების გადაცემა. კომპანია ასევე, ერთჯერად 5000 ლარიან ფულად დახმარებას გაუწევს 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, 37 წლის ზურაბ მუზაშვილის ოჯახს. აღსანიშნავია, რომ ალდაგი წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება გააუქმოს დაგეგმილი ყველა საიუბილეო ღონისძიება და აღნიშნული თანხა მხოლოდ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოხმარდებათ.
36. ჰიპერმარკეტის ქსელმა „გუდვილმა“ დახმარება გაუწია სასტუმრო „აისბერგსა“ და „ტეხასში“ განთავსებულ უსახლკაროდ დარჩენილ 55 ადამიანს საჭირო ნივთებით.
37. ბრიტანულ–ქართული საბავშვო ბაღი ,,ეი ბი სი” მზადაა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გაუწიოს დახმარება და მიიღოს მათი პატარები ,,ეი-ბი-სი”–ს ნებისმიერ ფილიალში უსასყიდლოდ, სასწავლო წლის დასრულებამდე (30 ივლისამდე).
38. „მედი ქლაბმა“ კლინიკაში შეაგროვა თანხა დაზარალებულებისთვის საჭირო ნივთების შეძენის მიზნით. გარდა ამისა, „მედი ქლაბი“ უზრუნველყოფს დაზარალებულთა სამედიცინო მხარდაჭერას.
39. კომპანია “CBD DEVELOPMENT” პროექტ “ისთ ფოინთ”-ის სახელით მოხალისეთა ჯგუფს საჭირო სამუშაო აღჭურვილობით დაეხმარება. ასევე, დაზარალებული ოჯახებისათვის ვაკის გამგეობას ბალიშებს, საბნებსა და პლედებს გადასცემს.
40. „ჯინო ფერედაისის“ ერთ-ერთი მფლობელი მზადააა უსახლკაროდ დარჩენილ ერთ ოჯახს შეუძინოს ბინა და მისი კეთილმოწყობის ხარჯებიც გაიღოს.
41. კომპანია „ანაგმა“ გამოყო ადამიანური რესურსები და სპეც. მანქანები სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
42. კომპანია “გალფმა” აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყო 10 ტონა საწვავი.
43. კომპანია „სოკარმა“ აღდგენითი სამუშაოებისთვის გამოყო 10 ტონა საწვავი.
44. კომპანია „რომპეტროლმა“ აღდგენითი სამუშაოებისთის გამოყო 20 ტონა საწვავი.
45. „ჰაიდელბერგცემენტი“ 50 ტონა ცემენტსა და 100 კუბ. მ. ბეტონს გადასცემს ქალაქ თბილისის მერიას დაზარალებულთა დასახმარებლად და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის.
46. კომპანია „ფრესკო“ იღებს ვალდებულებას, დახმარება გაუწიოს თითოეულ დაზარალებულ ოჯახს და მოამარაგოს ისინი საჭირო საკვები პროდუქტებით
47. ბანკის “რესპუბლიკა” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი”თაოსნობით დაზარალებული ოჯახებისათვის შეგროვილი პირველადი მოხმარების საგნები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაეცა ბენეფიციართა დახმარებისთვის
48. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 25 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, კერძოდ, მაცივრებსა და ტელევიზორებს შეიძენს.
49. „სმარტი“ საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით მოამარაგებს უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, „ვენდისი“ და „დანქინ დონატსი“ კი უფასოდ უმასპინძლებენ დაზარალებულ ბავშვებს.
50. კომპანია ” საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” 10 000 ლარის ოდენობის პირველადი მოხმარების ნივთები გამოყო.
51. შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფამ”უფასო კვების პუნქტები გახსნა მოხალისეებისათვის.
52. GPC მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით ეხმარება დაზარალებულებს.
53. კომპანია „კრედო“ გამოთქვამს სურვილს, დაზარალებული ოჯახის სტუდენტებს დაუფინანსოს სწავლება.
54. „ასსა ჰოლი“ საკვები პროდუქტებით ეხმარება დაზარალებულებს.
55. სასტუმროები სადაც დაზარალებულები განთავსდნენ: „მერლინი“ , „ხიბლი“ , „ლევილი“, „ბახტრიონის 11ა“, „444“ , აისბერგი“ „ტეხასი“. ქუთაისში სასტუმრო “აია” მზადაა შეიფაროს დაზარალებულები და ქუთაისში ტრანსპორტირების ხარჯსაც სასტუმრო დაფარავს.
56. „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ გამოთქვამს მზადყოფნას 13 ივნისს სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციები ჩაუტაროს. მომსახურებას დაზარალებულები როგორც ცენტრის შენობაში, ასევე ფსიქოლოგების ჯგუფის ადგილზე მისვლით მიიღებენ.
57. კომპანია „foodpanda“ ეხმარება დაზარალებულების ოჯახებს და შემდეგი 1 კვირის განმავლობაში, ყოველი შეკვეთიდან 10% გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ფონდში.
58. ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი მზადყოფნას აცხადებს დაეხმაროს სტიქიით დაზარალებულ ყველა იმ ადამიანს ვისთანაც არის ენდოკრინული პათოლოგია.
59. „მეტრა დეველოპმენტი“ 1 ოჯახს, რომლის სახლიც არ ექვემდებარება აღდგენას, ბინით უზრუნველყოფს.
60. ბიზნესმენი რომან ფიფია დაზარალებულ რამდენიმე ოჯახს საცხოვრებელ ფართს შეუძენს 61. „ლისი დეველოპმენტმა“ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საკუთარი მუშა-ხელი და სპეც ტექნიკა გამოიყვანა.
62. ფარმაცევტული კომპანია PSP დაზარალებულ ოჯახებს მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით ამარაგებს.
63. საქართველო ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე 2 ოჯახს სახლის შეძენას დაპირდა.
64. “ფუდმარტი” და “იოლი გასტრონომია” დაზარალებულებს დიდი მოცულობის საკვები პროდუქციითა და ჰიგიენური საშუალებებით დაეხმარება.
65. კომპანა „ალტა“ და „ოქეი“ დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გამოყოფენ პირველად საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
66. რუსუდან ფეტვიაშვილი, გია გუგუშვილი, ნიკო ცეცხლაძე, ქეთი მატაბლი (1500) – საქველმოქმედო მარათონს საკუთარი ნახატები გადასცეს.
67. „სუხიშვილები“ – ნინო რამიშვილის ვერცხლის ზარდახშა.
68. „თბილისი მოლი“ – თანამშრომლების ერთი დღის ხელფასი გადარიცხეს დაზარალებულთა დასახმარებლად, ასევე მოლში დადგმულია საქველმოქმედო ყუთები.
69. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოსაშვები საღამოს თანხა სრულად ჩარიცხა დაზარალებულთა დასახმარებლად.
70. „ბორჯომი“ მოხალისეებს მინერალური წყლით ამარაგებს.
71. „დომუსი“ – ოჯახის სახლების რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
72. დავით გაგუას კლინიკა საჭიროების შემთხვევაში გამგეობასთან შეთანხმებით დაზარალებულებს გაუწევს უფასო სამედიცინო მომსახურებას.
73. „კომპანია ჰუალინგმა“ სპეც ტექნიკა გამოიყვანა სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
74. ეთერ დალაქიშვილი დაზარალებულებს უფასოდ დაასვენებს ურეკში.
75. კავკასიის უნივერსიტეტი ჰუმანიტარული ნივთებით დაეხმარა დაზარალებულებს საბურთალოს და ვაკის გამგეობაში, და ასევე სასტუმრო ლევილში ერთ კონკრეტულ ოჯახს დაეხმარა. (ჰუმანიტარულ ნივთებში ძირითადად იყო ჰიგიენის საშუალებები, საკვები პროდუქტი და ტანისამოსი). ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყო წყლით და საკვებით მზიურის ტერიტორიაზე და ვაკის სასაფლაოზე მომუშავე მოხალისეები.
76. Vivus.ge-ს თანამშრომლების ერთიანი ძალისხმევით შეგროვდა თანხა, რომლითაც შეძენილ იქნა ფაფები, საკვები ბოთლები და ჰიგიენის საშუალებები (პამპერსები, შამპუნები, შხაპის გელები, კრემები, ტალკი) დაზარალებული მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. საქონელი გადასანაწილებლად ვაკის გამგეობას გადაეცა. გარდა ამისა, დაზარალებული ოჯახებისთვის შეიკრიბა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ნივთები.
77. კომპანია “ედრესმა“ სასტუმრო ლევილში 15 დაზარალებული ოჯახი კვებით, პირველადი დახმარების ნივთებით უზრუნველყო,მზიურსა და ზოოპარკში გაწმენდით სამუშაოებში თანამშრომლების ჯგუფები ჩართო, მოხალისეები კვებით უზრუვნელყო და ასევე კომპანიამ გამგეობას გადასცა 40 ნიჩაბი და მუყაოს ყუთები.
78. თბილისის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ტოკიოში, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის პირადი ნივთები იქნა გამოტანილი. ღონისძიების დროს შეგროვილი თანხა 201,000YEN(≒1,627USD), მთლიანად გადაირიცხება დაზარალებულთა დახმარების ფონდში.
79. „საქართველოს ბავშვები“ უფასო ფსიქოლოგიურ მომსახურებას გაუწევენ დაზარალებულ ბავშვებს/ მოზარდებსა და მათ მშობლებს.
80. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი „კამარა“ მძიმე სამუშაოს შემდეგ ყველა მაშველს ჩაუტარებს ფსიქოლოგიური დახმარების სწრაფ კურსს.
81. მაღაზიათა ქსელმა “სუფთა სახლი” დაზარალებული ოჯახები საწმენდი და სარეცხი საშუალებებით მოამარაგა.
82. PwC საქართველოს თანამშრომლებმა 3 640 ლარი შეაგროვეს მოხალისეებისთვის საჭირო აღჭურვილობის – ბოტების, რესპირატორების, სამუშაო ხელთათმანების, წყლისა და საკვების შესასყიდად.
83. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ვაკის რაიონის გამგეობასა და სვანიძის ქუჩაზე გახსნილ საგანგებო შტაბში, ასევე ბავშვთა ქალაქ „მზიურში“, სტიქიით დაზარალებულები და გაწმენდით სამუშაობში მონაწილე მოხალისეები საკვები პროდუქტებით, სასმელი წყალით, წვენებით და ცივი ყავით მოამარაგეს.
ფინანსური კონტრიბუციისთვის:
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი საბანკო ანგარიშები მოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის ფეისბუქის გვერდზე: https://www.facebook.com/csrclubgeorgia?fref=ts
ზოოპარკის დახმარების საქველმოქმედო ფონდის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე: https://www.indiegogo.com/projects/support-tbilisi-zoo-recovery#/story
“CSR კლუბი პასუსხისმგებლობას იღებს, თავი მოუყაროს სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, რომელიც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გავრცელდება, მოამზადოს ყოველდღიური ანგარიში და უზრუნველყოს ამ ანგარიშის მედიისთვის მიწოდება (ან მისი მედიაში გავრცელება). გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენი კომპანიის მიერ ფულადი ან სხვა რესურსებით გაწეულ დახმარებას“,-აცხადებენ ორგანიზაციაში.