„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის რამდენიმე ქალაქზე შეტევა დაიწყო

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ სირიის რამდენიმე ქალაქზე შეტევა განახორციელეს, მათ შორის ხასეკეზე და კობანიზე. კობანიში ბრძოლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა. სააგენტო „სანას“ ცნობით, „ბოევიკები“ ქალაქში თურქეთის მხრიდან შევიდნენ, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ამ ინფორმაციას უარყოფს. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ ისლამისტები სირიის ისტორიული ქალაქის პალმირას დატოვებას აპირებენ, ვინაიდან იქ გამაგრება ვერ შეძლეს და სამთავრობო ძალებთან შეტაკებებში დიდ დანაკარგს განიცდიან. თუმცა მანამდე მათ პალმირა დანაღმეს. გამორიცხული არ არის, რომ მათ უკან დახევის შემთხვევაში პალმირას ისტორიული ნაგებობები გაანადგურონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები