ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი ვარშავაში საგანგებოდ დაეშვა

ვარშავის აეროპორტში ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა. ეკიპაჟმა ეს გადაწყვეტილება ლაინერის ბორტზე არსებული საეჭვო ნივთის გამო მიიღო. ამისი შესახებ პოლონური რადიოსადგური RMF FM იუწყება.
ლაინერი ოსლო – მოდლინის მარშრუტზე რეისს ასრულებდა. ფრენის დროს მის ბორტზე საეჭვო პარკი აღმოაჩინეს, რომელიც არცერთ მგზავრს არ ეკუთვნოდა. ინსტრუქციის მიხედვით, პილოტებმა ავარიული დაფრენის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის შემდეგ თვითმფრინავიდან 160 ადამიანი ევაკუირებული იყო და ის გამნაღმველებმა შეამოწმეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურები და მედიკოსები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები