ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელი კვლავ „ნოვოროსიის“ პროექტზე საუბრობს

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელს ალექსანდრე ზახარჩენკოს მიაჩნია, რომ „ნოვოროსია“ მალე შეიქმნება. ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„მე მჯერა „ნოვოროსიის“. მჯერა, რომ ის ძალზე მალე შეიქმნება, ეს მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, თუმცა მტერს ეს არ სურს. ამას ყველანი მალე დაინახავთ“, – ამბობს ზახარჩენკო.
ამასთანავე, „ბოევიკების“ ლიდერის განცხადებით, დღეს „ნოვოროსიაზე“ საუბარია ნაადრევია.
„რა არის ნოვოროსია? ეს არის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების გაერთიანება, სადაც, შესაძლოა, სხვა რესპუბლიკებიც შევიდნენ. თუმცა დღეს ამაზე საუბარი არ მიდის, ვინაიდან დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები ცალ-ცალკე არსებობენ“, – განაცხადა ზახარჩენკომ.
პროექტ „ნოვოროსიაზე“ რუსეთში საუბარი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. ამ ტერმინში იგულისხმება უკრაინის და, შესაძლოა, სხვა ქვეყნების ტერიტორია, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. კრემლში აქტიურად განიხილება რუსეთთან ამ ტერიტორიების მიერთების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები