რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები სომხეთს ურჩევენ, ქვეყნიდან აშშ-ს ელჩი გააძევონ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები სომხეთის ხელისუფლებას ურჩევენ, ქვეყნიდან აშშ-ს ელჩი რიჩარდ მილსი გააძევონ. მათი აზრით, აშშ-ს ელჩი საპროტესტო გამოსვლების პროვოცირებას ეწევა. რუსული მედიის ცნობით, ასეთი მოსაზრება გამოთქვა კომუნისტური პარტიის წევრმა ვალერი რაშკინმა.
„სომხეთის ხელისუფლების ადგილზე მე უკვე დიდი ხნის წინ გავაძევებდი აშშ-ს ელჩს და საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებას გავმართავდი“, – განაცხადა რაშკინმა.
მისი თქმით, პოსტსაბჭოთა სივრცეში ორი სახელმწიფო რჩება, რომლებიც რუსეთის ნამდვილი მეგობრები არიან – ესენია ბელორუსია და სომხეთი. სწორედ ამიტომ, რუსი დეპუტატის აზრით, ვეშინგტონი „ცდილობს, მოახდინოს მორიგი ფერადი გადატრიალება“. რაშკინის მოსაზრებას სახელმწიფო სათათბიროს წევრი ალექსანდრე ბაბაკოვიც იზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები