ახალგაზრდებმა რუსეთში სკოლის მოსწავლე სცემეს და ამის ამსახველი ვიდეო გადაიღეს (ვიდეო)

მოსკოვის ოლქის ქალაქი სოლნეჩნოგორსკი სკანდალის ცენტრში მოექცა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ახალგაზდების ჯგუფი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეს შეურაცხყოფას აყენებს. მათ გოგო ერთ-ერთ მიგდებულ სახლში შეიტყუეს, შემდეგ გააშიშვლეს და სცემეს. ეს ყველაფერი კი მობილური ტელეფონით გადაიღეს. როგორც ირკვევა, მათ გარდა, ვინც კადრში ჩანს, გოგოს შეურაცხყოფაში კიდევ რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ისინი კადრს მიღმა არიან, თუმცა ვიდეოზე დროდადრო მათი კომენტარები ისმის. ჯერჯერობით უცნობია, რატომ მოექცნენ ამ გოგოს ასე აგრესიულად. მას უკვე ესაუბრნენ გამომძიებლები და ამჟამად სამართალდამცველები თავდასხმის ყველა მონაწილის პოვნას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები