პუტინმა ევროკავშირის წინააღმდეგ სასურსათო ემბარგო ერთი წლით გააგრძელა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ქვეყანაში სხვადასხვა სახის პროდუქციის შეტანის აკრძალვას. ეს ბრძანებულება დღეიდან შედის ძალაში. პუტინის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს დაავალა ამ ბრძანებულების შესასრულებლად შესამაბისი საბუთები მოამზადოს. მან გამოთქვა იმედი, რომ ეს კონტრზომები რუსი ფერმერებისთვის „კარგი ორიენტირი“ იქნება.
სასურსათო ემბარგო რუსეთმა 2014 წლის 7 აგვისტოს დასავლეთის სანქციების საპასუხოდ შემოიღო. ის მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში წარმოებულ ხორცზე, თევზზე, რძის ნაწარმზე, ხილზე და ბოსტნეულზე. ემბარგო ასევე მოქმედებს აშშ-ს კანადის, ავსტრალიის და ნორვეგიის პროდუქციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები