პაკისტანში ანომალიური სიცხისგან დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 700-ს გადააჭარბა (ვიდეო)
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ანომალიური სიცხის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. ამის გამო პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ნავაზ შარიფმა განსაკუთრებული ღონისძიებების გატარების განკარგულება გასცა. სიცხის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჯარისო ნაწილებიც ჩაერთვებიან. ისინი მობოლურ პუნქტებს გახსნიან და მზის დარტყმით დაშავებულ ადამიანებს დაეხმარებიან. კარაჩიში ბოლო დღეებში ჰაერის ტემპერატურა 45 გრადუსზე მაღლაა. სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 იავნისიდან პროვინცია სინდიში, სადაც კარაჩი მდებარეობს. აგრილებაა მოსალოდნელი.