ნიუ-იორკის ადმინისტრაცია უდანაშაულო პატიმარს 6 მილიონ 250 ათას დოლარს გადაუხდის
ნიუ-იორკის ადმინისტრაცია 52 წლის ჯონათან ფლემინგს 6 მილიონ 250 ათას დოლარს გადაუხდის. ფლემინგი, რომელმაც ციხეში 24 წელი გაატარა, უდანაშაულო აღმოჩნდა. ჯონათან ფლემინგი 1989 წელს ნიუ-იორკის ბრუკლინის რაიონში მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის თავიდანვე აცხადებდა, რომ უდანაშუალოა, ვინაიდან მკვლელობის მომენტში დედამისთან ერთად ფლორიდაში იმყოფებოდა. თუმცა მას არ დაუჯერეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ფლემინგის უდანაშაულობა სასამართლომ მხოლოდ გასულ წელს აღიარა და ის 24-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.