დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის მიმოსვლა პარალიზებული იყო
საფრანგეთის კალეს პორტში, საზღვაო კომპანიის თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის როგორც საბორნე, ასევე სარგინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა პარალიზებული იყო. „ბი-ბი-სის“ ცნობით, გაფიცვა სამუშაო ადგილების მოსალოდნელი შემცირების გამო გაიმართა. კალეს ქუჩებში მანქანების საცობები გაჩნდა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის მიმართულებით ლა-მანშის გვირაბით გადასვლას ვერ ახერხებენ. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ ასობით არალეგალი მიგრანტი, რომელიც კალეში იმყოფება, გვირაბის მეშვეობით დიდ ბრიტანეთში გადასვლას ცდილობს. ბრიტანული „ჰოუმ -ოფისის“ ცნობით, 2015 წელს ლა-მანშის უკანონო გადაკვეთის 19 ათასამდე შემთხვევა იყო აღკვეთილი, რაც გასული წელის ანალოგიურ პერიოდს ორჯერ აღემატება.