თელავი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარ ავარიას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ავტოავარიას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, თელავი-თბილისის მაგისტრალზე მოძრავი ,,ოპელის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულ ინციდენტამდე იგივე “ოპელის” მძღოლი ამავე მუნიცილპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტომანქანას შეეჯახა, რომელშიც ოთხი მგზავრი იჯდა. ისინი სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს. ერთი მცირეწლოვანი ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები