ლაგოდეხის გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანა აალდა – დაშავებულია ერთი ადამიანი

კახეთში, ლაგოდეხის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. რაიონის ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე ავტომანქანა აალდა.
აღნიშნულის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაშავდა. ის სასწრაფო- სამდიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები