თბილისში სატვირთო ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე სატვირთო მანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. აღნიშნულის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, დაზარალებული გადაყვანილია სააავადმყოფოში. მას საავადმყოფოში გადაყვანამდე გონება დაკარგული არ ჰქონია.
საქმე აღძრულია სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები