ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 5.7-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაობს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ლითანიშვილი გაეცნო. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამჟამად მიმდინარეობს ასფალტ–ბეტონის მოწყობის, რეციკლირების, რკინა–ბეტონის ღარებისა და მილის სათავისების მოწყობის სამუშაოები.
პროექტით გათვალისწინებულია, გზის სავალ ნაწილზე საფუძვლის რეციკლირებასა და ასფალტ-ბეტონის ახალი საფარის, კიუვეტების, გაბიონების, საყრდენი კედლების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოების განხორციელება.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 046 700 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. აღნიშნული მონაკვეთი იწყება სოფელ ახალქალაქის ტერიტორიაზე და მთავრდება სოფელ მთიულთუბანში. ეს გზა წარმოადგენს სოფლების: ახალქალაქი, ახალციხე, ნოსტე, მთიულთუბანი კავშირს საქართველოს საავტომობილო საგზაო ქსელთან, გარდა ამისა, გამოყენებულია სასოფლო – სამეურნეო დანიშნულებითაც. სამუშაოებზე 70 ადამიანია დასაქმებული.