მინდია ჯანელიძე პატრიარქს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, საბჭოს აპარატის თანამშრომლებთან ერთად, წუხელ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, შეხვედრაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და პატრიარქმა ამ კრიზისულ სიტუაციაში საბჭოს მუშაობა დადებითად შეაფასა.
პატრიარქმა საბჭოს აპარატის წევრები დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები