რუსთავში მელია დაიჭირეს
რუსთავში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოსახლეობამ მელია შენიშნა. ადგილობრივებმა აღნიშნულთან დაკავშირებით, რუსთავის მერიის შესაბამის სამსახურს შეატყობინეს და ცხოველი დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
ზოოპარკში აცხადებენ, რომ დაჭერილი მელია თბილისის ზოოპარკს არ ეკუთვნის. როგორც „კვირას“ 112-ში განუცხადეს, მელიის დაჭერასთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა.