სტიქიის დროს დაღუპულ მაშველს ზურაბ მუზაშვილს დღეს დაკრძალავენ

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულ მაშველს ზურაბ მუზაშვილს სოფელ აღაიანში დღეს დაკრძალავენ. ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაესწრებიან.
ზურაბ მუზაშვილი, რომელიც მეხანძრე-მაშველი იყო, სტიქიის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევამდე მან სტიქიით დაზარალებული 7 ადამიანი გადაარჩინა.
შეგახსენებთ, ზურაბ მუზაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გუშინ, 19 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, “სამოქალაქო თავდადებისთვის” მედლით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები