აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – ირანი ტერორიზმის მხარდაჭერას განაგრძობს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ირანი კვლავ ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამის შესახებ საუბარია ტერორიზმის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 19 ივნისს გამოქვეყნდა. ამის თაობაზე The New York Times იუწყება. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ირანის რეჟიმი განაგრძობს სირიაში „ბოევიკების“ გადასროლას, რომლებიც ბაშარ ასადს ეხმარებიან. გარდა ამისა, ირანი მხარს უჭერს შიიტურ დაჯგუფებებს ერაყში, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ე.წ. „ექვსეულს“ და თეირანს შორის ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმება უნდა გაფორმდეს. ირანი საპასუხოდ დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გაუქმებას ელოდება.