სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებული მოინახულა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ნათელა ოქრუაშვილი მოინახულა. ნათელა ოქრუაშვილი ამჟამად საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
სტიქიის ღამეს ახალდაბაში მოვარდნილმა წყალმა ნათელა ოქრუაშვილის სახლი მთლიანად დაფარა. ქალბატონი ნათელა სიკვდილს მისმა მეზობელმა ქეთევან არეშიძემ გადაარჩინა.
დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, ნათელა ოქრუაშვილი საავადმყოფოდან გამოწერისთანავე უზრუნველყოფილი იქნება დროებითი თავშესაფრით, ხოლო შემდგომ სახელმწიფო ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს გადასცემს.
სტიქიიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ახალდაბა ღვარცოფის შედეგად მოვარდნილი შლამისა და ქვა-ღორღისგან გაწმენდილია, სოფელს უკვე მიეწოდება ელექტრო ენერგია და აღდგენილია გზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები