სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ბაქოში საბანკო ანგარიში გაიხსნა

13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს საელჩომ ბაქოში, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკში ანგარიში გახსნა.
სააგენტო contact.az-ის ინფორმაციით, ანგარიში გახსნილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.
საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საელჩოში არ წყდება აზერბაიჯანის რიგითი მოქალაქეების, სახელისუფლებო, არასახელისუფლებო და ბიზნესტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართვიანობის ნაკადი. ისინი თანაუგრძნობენ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს და სურვილი აქვთ დაეხმარონ მათ მატერიალურად.
მიმღები ბანკია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის საერთაშორისო ბანკი“. რეკვიზიტები კი შემდეგია: “IBA-PREMIER”, CUSTOMER SERVICE, SWIFT: IBAZAZ2X, Nizami str., 67, Phone: (+99412) 493-00-91, Beneficiary: EMBASSY OF GEORGIA, IBAN N: AZ10IBAZ39020028409416149120 —0–

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები