წვიმა და სეტყვა – საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

ოთხი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
სინოპტიკოსის თქმით, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შესაძლებელია ძლიერი სეტყვა და წვიმა.
მისივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთით, 31-36 გრადუსი იქნება.
„არამგრადი ამინდები შენარჩუნდება მთიან რაიონებში, შესაძლებელია ძლიერი წვიმა და სეტყვა. აღმოსავლეთში მოსალოდნელია წვიმა“, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები