ინდოეთში უხარისხო ალკოჰოლური სასმელით 66 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში უხარისხო ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 66 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო IANS იუწყება. ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საშიში პროდუქციის დამზადებაში სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია და მიმდინარეობს მათი დაკითხვა.
უკანონოდ დამზადებული ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმლის ფასი ერთ ევროს შეადგენს. ამის შედეგად ის დიდი რაოდენობით იყიდება, განსაკუთრებით კი ინდოეთის სოფლებში. ამ სახის სასმელით გამოწვეული ლეტალური შედეგი საკმაოდ ხშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები