ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

უმთავრესი არის სიცოცხლე, ადამიანის უსაფრთხოება და ამისთვის, ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება, – ამის შესახებ თბილისის ვიცე მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა “რეზიუმეში” სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, სისტემა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ხეობის მთელ სიგრძეზე რეაგირება სწრაფად მოხდეს.
“ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოვიქცეთ. პირადად ჩემი გადმოსახედია, რომ იყო თუ არ იყო ამ გზის მშენებლობის დროს შეცდომები დაშვებული, დიდი ალბათობით, იყო ეს შეცდომები დაშვებული და ამას სავარაუდოდ, დიდი ალბათობით დასკვნებიც დადებს და იტყვის, ამის მიუხედავად, ამ წუთში აღნიშნული მაგისტრალის აღდგენა ეკონომიკურად გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ის, რომ ჩვენ საცობები გვქონდეს ქალაქში სექტემბრის თვიდან. ჩვენი მოსახლეობა საათების განმავლობაში საცობებში იდგეს და ქალაქი პარალიზებული გვქონდეს. მიზანშეწონილობას და ყველაფერს სამუშაო ჯგუფებში და კომისიის დონეზე მივიღებთ. უმთავრესი ამის ზევით არის სიცოცხლე, ადამიანის უსაფრთხოება და ამისთვის უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ, ერთი კვირის მანძილზე ადრეული შეტყობინების სისტემა დადგება ხეობაში, რომელიც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ხეობის მთელ სიგრძეზე სწრაფად მოხდეს რეაგირება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები