პუტინი – რუსეთს და უკრაინას საერთო მომავალი აქვთ
რუსეთი და უკრაინა საერთო მომავლისთვის „განწირულები არიან“, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა.
„დღევანდელ რთულ მდგომარეობაშიც კი უკრაინელები და რუსები ერთიან ხალხად რჩებიან საერთო ისტორიით, კულტურული და სულიერი ფესვებით“, – აცხადებს პუტინი.
პუტინის თქმით, რუსეთის პოზიცია ყოველთვის იყო, რომ უკრაინას აქვს უფლება, გააკეთოს არჩევანი – პოლიტიკური, ეკონომიკური და ცივილიზაციური.