ავღანეთი შესაძლოა, ბაქო-თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტს შეუერთდეს

ავღანეთი შეიძლება შეუერთდეს ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს და თურქმენეთის გავლით რკინიგზის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. ამის შესახებ აზერბაიჯანში ავღანეთის ელჩმა მოჰამად ტაგი ჰალილმა სააგენტო Trend-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ყველაზე მოკლე და მოხერხებული მარშრუტია ავღანეთიდან ექსპორტისთვის. აზერბაიჯანი ამ პროექტის რეალიზებაში დიდ როლს თამაშობს“, – განაცხადა ელჩმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულდეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. რკინიგზის მაქსიმალურმა გამტარიანობამ წელიწადში 6,5 მილიონი ტონა უნდა შეადგინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები