პატიმარი სტიქიით დაზარალებულ ოჯახს საკუთარ სახლს სთავაზობს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მათ ადმინისტრაციაში შევიდა წერილი, სადაც სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების პატიმარი სტიქიით დაზარალებულ ოჯახს დროებით საცხოვრებლად ზესტაფონში მდებარე საკუთარ სახლს სთავაზობს.

სამინისტრო „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე მსჯავრდებულის განცხადებას ასაჯაროებს.

„მოგახსენებთ, რომ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 14 ივნისს მომხდარი სტიქიის შესახებ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს ღრმა მწუხარებით. მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, მსურს მონაწილეობა მივიღო და დავეხმარო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ჩემი შესაძლებლობებით.

მოგახსნებთ, რომ მე გამაჩნია საცხოვრებელი სახლი ზესტაფონში, ბინა მაქვს დაცლილი და არ ცხოვრობს ჩემი ოჯახი. უზრუნველყოფილია საცხოვრებლად. მზად ვარ, დროებით საცხოვრებლად გადავცე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს მანამ, სანამ არ მიეცემა თავშესაფარი და საცხოვრებელი ფართი. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ გამომეხმაუროთ, რათა მონაწილეობა მივიღო ჩვენი მოსახლეობის დახმარებაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

11535923_827784607297572_2852047150996656905_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები