სავალუტო ფონდი – ახალი შეთანხმების გარეშე საბერძნეთი დეფოლტს 1 ივლისს გამოაცხადებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ახალი შეთანხმების გარეშე საბრძნეთში 1-ელ ივლისს დეფოლტი მოხდება. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. ამასთანავე, ლაგარდმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება მაინც გაფორმდება. „საბერძნეთის ხელისუფლებამ იცის ჩვენი მოთხოვნები. ეს, პირველ რიგში, საპენსიო სისტემის რეფორმირებას ეხება. ეს არ არის პენსიების დაწევის საკითხი, ეს ზოგადად საპემსიო სისტემის შენარჩუნების საკითხია“, – აცხადებს სავალუტო ფონდის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის საგარეო ვალი 240 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთან ერთად, ივნისის ბოლომდე ქვეყანამ სავალუტო ფონდს 1 მილირდ 600 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები