ტაჯიკეთის ძალოვანი უწყებები ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს 1,5 ათასი „ბოევიკის“ კონცენტრაციის შესახებ იტყობინებიან
ამჟამად ტაჯიკეთსა და ავღანეთს შორის საზღვარზე შეინიშნება „ბოევიკების“ დიდი დაჯგუფების კონცენტრაცია, რომელთა საერთო რაოდენობა შეიძლება 1,5 ათას ადამიანს შეადგენდეს. ამის შესახებ ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილემ რაჯაბალი რახმონალიმ განაცხადა. რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რახმონალიმ აღნიშნა, რომ ეს ბოევიკები სხვადასხვა დაჯგუფებას, მათ შორის „ალ-„ქაიდას“, „თალიბანს“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნიან. საინფორმაციო პორტალ TJinform.com-ის ცნობით, ამჟამად ავღანეთის და ტაჯიკეთის სასაზღვრო უწყებები სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს ახორციელებენ.