აშშ-ს პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელმაც შავკანიანთა ეკლესიაში 9 ადამიანი მოკლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც ორი დღის წინ სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონში აფროამერიკელების ეკლესიაში 9 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დაკავებული 21 წლის დილან რუფია. მისი დაკავება ვიდეოთვალთვალის კამერების დახმარებით გახდა შესაძლებელი, რომლებმაც დააფიქსირეს, თუ როგორ შედის ეკლესიაში ადამიანი, რომელიც რუფს ძალზე ჰგავს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში რუფის სურათები აღმოაჩინეს, რომლებიც მის რასისტულ განწყობებზე მიუთითებს. მკვლელობა ქალაქ ჩარლსტონში 17 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, პისოლეტით შეიარაღებული მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და შემდეგი ფრაზა თქვა: “მე ეს უნდა გავაკეთო. თქვენ აუპატიურებთ ჩვენს ქალებს და გვართმებთ ჩვენ ქვეყანას. და თქვენ უნდა მოკვდეთ“