აშშ-ს სენატმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას მხარი დაუჭირა
ამერიკელმა სენატორებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. ეს პუნქტი მომავალი ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტის ერთ-ერთი პუნქტია. პროექტის მიხედვით დაგეგმილია 300 მილიონი დოლარის გამოყოფა უკრაინისთვის სარადარო სისტემების და ანტისატანკო შეიარაღების მიწოდებისთვის. მთლიანობაში კი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ბიუჯეტი 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.