იემენში აფეთქებათა სერიას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა იემენში აფეთქებათა სერიის შედეგად. ათობით კი დაშავდა. მედიის ცნობით, აფეთქებები ქვეყნის დედაქლაქ სანაში მოხდა. ბომბები ამბოხებული ხუსიტების შენობებთან, ასევე მეჩეთებთან იყო დამონტაჟებული. წინასწარი ინფორმაციით, ტერაქტები ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად მოხდა, რომელზეც იემენში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების საკითხები განიხილება.